სტუდენტების დაფინანსება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ 2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 14 სპეციალობაზე სტუდენთა სწავლის სრული კურსის (4 წელი) დაფინანსება. ამ თემაზე მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა. 








დაფინანსება შეეხება იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებათა სტუდენტებს, სადაც აღნიშნულ მიმართულებებზე სადოქტორო პროგრამები ხორციელდება, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან და დაფინანსების რა შესაძლებლობებიც გამოიკვეთება სამინისტრო ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით აცნობებს.














უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება ორმაგდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება განათლების მინისტრმა გუშინ გააკეთა. გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ სწავლის გადასახადი იზრდება სახელმწიფოსთვის და არა სტუდენტისთვის. 2013 წლიდან განათლების სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებს ორჯერ მეტ თანხას გამოუყოფს. განათლების მინისტრი სახელმწიფოს მიერ სწავლის გადასახადის გაზრდას უარყოფს და აცხადებს რომ თანხების განკარგვა მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის პრეროგატივაა, გადასახადის ზრდაში თუ კლებაში სამინისტრო არ ჩაერევა.

No comments:

Post a Comment